- თვითშეფასება
- ადამიანის დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობებისადმი, საკუთარი პიროვნული თვისებებისა თუ გარეგნობისადმი. თვითშეფასება შეიძლება იყოს სწორი (ადეკვატური), როდესაც ადამიანის აზრი საკუთარ თავზე სინამდვილეს შეესაბამება. როცა ადამიანი არაობიექტურად აფასებს საკუთარ თავს, როცა მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე არ ემთხვევა სხვების აზრს, თვითშეფასება არასწორია, ანუ არაადეკვატურია. თავის მხრივ, არაადეკვატური თვითშეფასება შეიძლება იყოს გადაჭარბებული, აღმატებული ან დაწეული, შემცირებული. ერთიც და მეორეც შემაწუხებელი და საზიანოა, ადამიანს ცხოვრებას ურთულებს და აბრკოლებს პიროვნების განვითარებას.Source: ბესელია ნ. მეუფარიანი თ მიქიაშვილი ლ. ჯალაღანია ი. სკოლიდან - სამოქალაქო საზოგადოებისკენ, -[მასალები ინტერაქტიული სწავლებისათვის ], - რედ. მარიამ მიქაშავიძე, - წიგნ გამოიცა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის განვითარების საერთასორისო სააგენტოს მიერ,- თბ.,-2003
Georgian encyclopedia. 2013.